logo
ENG



დედოფალი - დროება

11 სექ 202220:50
3 წუთის საკითხავი
 

ელისაბედ II სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ის იყო მონარქი, რომლის დროსაც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ლიდერი მარგარეტ ტეტჩერი ბრიტანეთის მთავრობას ხელმძღვანელობდა - დედოფალი რომელმაც ბოლო 70 წელი მსოფლიოს ყველა ქარტეხილს გაუძლო. მონარქი რომელმაც შეძლო დაემტკიცებინა რომ დემოკრატიულ სამყაროში და საზოგადოებაში შესაძლოა ისე იმეფო, რომ არ მართო მაგრამ ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენდე. ალბათ არცერთ მონარქზე არ დაწერილა იმდენი წიგნი რამდენიც მასზე, ალბათ არცერთ მონარქზე და მის ოჯახზე არ გადაუღიათ იმდენი ფილმი თუ სერიალი, რამდენიც მასზე და მის ოჯახზე. ბრიტანეთი მის უდიდებულესობა ელისაბედ მეორეს ემშვიდობება.


close დახურვა