logo
ENG



დევიდ ქრეიმერი: ივანიშვილის ქმედებები ანადგურებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას

12 თებ 202008:09
3 წუთის საკითხავი
 

ვაშინგტონიდან მწვავე კრიტიკა გრძელდება. კერძოდ, ამერიკელი დიპლომატები ამჯერად შეშფოთებას გამოთქვამენ პოლიტიკური ლიდერის გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც თბილისიდან ჩასული დელეგაცია საქართველოში  არსებულ დემოკრატიაზე საუბრობს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის დევიდ ქრეიმერის განცხადებით იმ შემთხვევაში თუ საქართველოს სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებულ მწვავე კრიტიკას არ გაითვალისწინებს, უმჯობესი იქნება საერთოდ აღარ ეწვიოს თბილისის დელეგაცია  დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის ვაშინგტონს. 

"ხელისუფლებამ თავად უნდა იფიქროს იმ დაპირებაზე, რაც აქ ვაშინგტონში დადო. საგარეო საქმეთა მინისტრს ძირი გამოუთხარა თავად ივანიშვილის ქმედებებმა. თუ მას გადაწყვეტილი აქვს კუნთები ათამაშოს აღარ ადარდებს რა რეაქცია ექნება აშშ-ს, მაშინ "ქართულმა ოცნებამ" აქ დელეგაცია აღარ უნდა გამოაგზავნოს. ივანიშვილის ქმედებები ნამდვილად ანადგურებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას",- აცხადებს დევიდ ქრეიმერი. 

ამერიკის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ ქარფენთერი კი ამბობს, რომ საარჩევნო წელიწადში პოლიტიკური ლიდერის დაკავება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვებს ბადებს.

"თუ გავითვალისიწინებთ, იმას რომ უგულავამ უკვე მოიხადა ბრალდება და თანაც აღნიშნული 10 წლის წინანდელი საქმეა, ჩნდება კითხვა: ახლა რატომ წაუყენეს?! პროცესი ჩატარდა დახურულ კარს მიღმა, თანაც ის ფაქტი, სასამართლო სისტემა არც წარსულში და არც ახლაა დამოუკიდებელი, ნამდვილად აჩვენებს ვაშინგტონში კითხვას გვაქვს თუ არა საქმე ასეთ გამონათქვამთან: ჩემი მეგობრებისთვის ყველაფერი, ჩემი მტრებისთვის მხოლოდ კანონი",-აღნიშნავს ქარფენთერი. 

კონგრესმენების მწვავე განცხადებებს საქართველოშიც აფასებენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით „ქართულ ოცნებას" ჰგონია, რომ ტყუილი დაპირებებით შეძლებს მწვავე კრიტიკის შეწყვეტას უცხოეთიდან.

"ოცნებას ჰქონია როგორც ატყუებს ქართველ ხალხს, ასევე შეუძლია ამერიკელი კონგრესმენების გადადგება. სანამდე მიიყვანს ეს ქმედებები მას, ამას ძალიან მალე ვნახავთ",-განმარტავს წიკლაური. 


close დახურვა