logo
ENG



დევნილთა სააგენტო 362 დევნილს ერთჯერადი ფულადი თანხით დაეხმარება

29 აპრ 202017:01
3 წუთის საკითხავი
 
p8jjeq1s1b69fdc.jpg

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ფულადი თანხით ერთჯერადადად 362 დევნილს დაემხარება, ქირის თანხით კი 150 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს უზრუნველყოფს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ერთჯერადი ფულადი დახმარება, სპეციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გაიცემა.

„ამ მიმართულებით, მხოლოდ აპრილში, სააგენტოს ბიუჯეტიდან 62 250 ლარი გამოიყო. ერთჯერადი ფულადი დახმარება, სპეციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გაიცემა.

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გაითვალისწინა ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა და ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადება კრიტერიუმების შესაბამისად დააკმაყოფილა.

დევნილთა საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინების მიზნით, ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა