logo
ENG



დეკანოზ მამალაძეს სავარაუდოდ 23 ნოემბერს შეიწყალებს

02 ნოე 201910:16
3 წუთის საკითხავი
 
g4f1lo0ei7dwjqr.jpg

 

საქართველოს პრეზიდენტი ციანიდის საქმეში მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს, სავარაუდოდ, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე შეიწყალებს. ამის შესახებ "პრაიმტაიმს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საკუთარმა წყარომ აცნობა.

აღნიშნული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი თანახმაა დააკმაყოფილოს სინოდის შუამდგომლობა გიორგი მამალაძის შეწყალებაზე და ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ 23 ნოემბერს განიხილავს.

მანამდე კი მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი კრიტერიუმების შემუშავებასა და ე.წ. მორატორიუმის დასრულების ფორმაზე.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს სინოდმა მიმართა, თუმცა ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილმა სკანდალური შეწყალებების შემდეგ მორატორიუმი გამოაცხადა.

 


close დახურვა