logo
ENG



დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი: ვხედავთ, რომ ებრძვიან ეკლესიას და ძალიან ცუდად დაამთავრებენ

17 აპრ 202012:06
3 წუთის საკითხავი
 

სასულიერო პირებისთვის გაუგებარია, ეხება თუ არა მათ და მრევლს ავტომობილების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ცვლილებები. თუმცა, მათივე თქმით, ისინი მზად არიან ფეხით გადაადგილდნენ. 

"თუ მანქანებით გადაადგილების უფლება არ იქნება, ყველანი მივალთ ფეხით ტაძრებში. ვხედავთ, რომ ებრძვიან ეკლესიას და ძალიან ცუდად დაამთავრებენ ის ადამიანები მოღვაწეობას, ვინც შეგნებულად გვიშლის ხელს ღვთისმსახურების ჩატარებაში. მე რომ გამოვიდე და ვთქვა, რომ კლინიკაში არ მიხვიდეთ, ხომ უხერხულობაში ჩავარდები",-აცხადებს დეკანოზი გიროგი თევდორაშვილი.

მრევლის ნაწილის დეკანოზის მოსაზრებას იზიარებს და მზადაა ფეხით მივიდეს სახლთან ახლოს მდებარე ტაძართა. მათივე განმარტებით, დისტანციის დაცვა პრობლემას მოაგვარებს და ამ რეკომედაციას ისინი ითვალისწინებენ. 

პოლიციის თანამშრომლის თქმით კი ისინი სავარუადოდ გადაადგილდებიან ავტომობილებით. 

მეუფე ისაია კი მიიჩნევს, რომ ვინც ამ დღეებში ეზიარება, სასურველია მომდევნო ორი კვირა თვითიზოალციაში დარჩეს.

"ვერ გავიგე და არ მსმენია მაგალითად ტაძარში ყოფილიყო მკვეთრი მოწოდება. ჩვენ ვცდილობდით, რომ მანძილი დაგვეცვა. შეიძლება ვირაცას რწმენა აქვს და სჯერა, რომ საფრთხე არ ექმურება. მაგრამ სხვა შეიძლება წუხდეს ამაზე. თუნდაც ვირაცის შიშს და სიფრთხილეს პატივი რომ, ამისთვის შეიძლება ვინც ეზიარება შემდგომ ორი კვირა იყოს იზოლაციაში",-აღნიშნა მეუფე ისაიამ.

შეგახსენებთ მთავრობისა და საპატრიარქოს გადაწყვეტილებით აღდგომის ლიტურგიისთვის ეკლესია არ დაიკეტება. მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც.მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში არ წავიდნენ. 

ქვეყანაში კი 31 მარტიდან მოქმედებს საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათო. 


close დახურვა