ხატია დეკანოიძე, ქუთაისში, 93-ე საარჩევნო უბანზე შედეგების გაუქმებას ითხოვს.
ქუთაისში, ენმ-ს მერობის კანდიდატის თქმით, 93 -ე უბანზე ბიულეტენი მეტია, ვიდრე ხელმოწერა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20:00 საათზე დასრულდა, საარჩევნო უბნები კი დაიხურა.
მთავარი არხის ეგზიტპოლის მიხედვით, ქუთაისში მერის არჩევნების შედეგებით, ხატია დეკანოიძე ლიდერობს - იოსებ ხახალეიშვილი (ქართული ოცნება) – 47% VS ხატია დეკანოიძე (ენმ) – 53%.
არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.