logo
ENG



დეკანოიძე: EU-ის განცხადება მიუთითებს, რომ უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა

23 მარ 202412:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/23/tca0bjk364gdax3.png

ევროოპტიმისტების წევრი, ხატია დეკანოიძე ევროკავშირის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმას უკავშირდება.

"ეს არის უმნიშვნელოვანესი განცხადება, რომელიც მიუთითებს პირდაპირ ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში მოთხოვნას, რომ საქართველოში არსებობდეს დამოუკიდებელი კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა და ყველა იმ დანიშნულმა პირმა და არჩეულმა პირმა, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და თქვენ გახსოვთ, რომ ჩემი მოთხოვნა იყო კეთილსინდისიერების სისტემის შემოწმების ამოქმედება, პირველ რიგში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან დაწყება.

ამ კონტექსტში, სწორედ ამ სისტემაზეა დამოკიდებული საქართველოს სასამართლო სისტემაში კეთილსინდისიერების ხარისხის დონე და კორუფციისგან თავისუფალი იუსტიციის უმაღლესი საბჭო და უზენაესი სასამართლო სისტემა", - ამბობს დეკანოიძე.

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროცესი უნდა მოიცავდეს მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასაც, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისაც უნდა წარიმართოს.

ამასთან, ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს საგანგებო კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, ამ პროცესში გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე დანიშნული კანდიდატებისა და პირებისთვის.


close დახურვა