logo
ENG



დეკანოიძე: ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა ემთხვევა იმ გზავნილებს, რომლებიც ჰქონდა ოცნებას

14 მარ 202314:43
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე: ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა ემთხვევა იმ გზავნილებს, რომლებიც ჰქონდა ოცნებას

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოში ძალადობრივ ჯგუფებს, მათ შორის მათ, ვინც 5 ივლისს იძალადა მოქალაქეებზე, ასევე უკვე მერამდენედ ჩამოხსნა ევროკავშირის დროშა პარლამენტის წინ, ალტ-ინფოსა და რუსული ძალადობრივი ჯგუფების მობილიზაცია ხდებოდა დღემდე ქართული ოცნების მხრიდან. ეს საბოლოოდ დადასტურდა რუსული კანონის კენჭისყრით, რომლის შემდეგ მათ გაილაშქრეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. [...]

ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა ემთხვევა ზუსტად იმ გზავნილებს, რომლებიც ჰქონდა ქართულ ოცნებას, გუშინ ირაკლი ღარიბაშვილს, დღეს კობახიძეს და ასევე რომელიც აქვს კრემლს, სიმონიანს და პესკოვს. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არის პროევროპელი, ამაზე პასუხის ხელისუფლებამ მიიღო.


close დახურვა