logo
ENG



დეკანოიძე: მურუსიძე-ჩინჩალაძისთვის განაჩენია, რომ ქართველი ხალხი მათ არ ენდობა

10 აპრ 202314:31
3 წუთის საკითხავი
 

დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მურუსიძე-ჩინჩალაძისთვის განაჩენია, რომ ქართველი ხალხი მათ არ ენდობა.

"ყველაზე დიდი განაჩენი იცით რა არის მათთვის? მათთვის, მურუსიძე-ჩინჩალაძისთვის განაჩენია, რომ ქართველი ხალხი მათ არ ენდობა. არავითარი ნდობა არ აქვს სასამართლოს. ან როგორ შეიძლება სასამართლო კლანს ჰქონდეს ნდობა, მაშინ, როდესაც ყველა ამას ამბობს, მთელი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ამერიკის შეერთებულ შტატებში მათ და მისი ოჯახის წევრების გადაადგილება იზღუდება.

რა თქმა უნდა, სანციებიც იყო ბიძგი, რომ თუ საქართველოში სასამართლოზე რეალური ფიქრი არ დაიწყება და რაღაცნაირად ასე ვთქვათ,  პატარ-პატარა ნაბიჯები, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად ჩვენი ქვეყანა არის სასამართლოს გარეშე", - თქვა დეკანოიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ "არა უშავს". მისი თქმით, ამ ფაქტს "როგორმე გადაიტანს".


close დახურვა