logo
ENG



დეკანოიძე: ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან კონსულტაციები მქონდა

15 იან 202417:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/15/9ssn9o4kh41cpro.jpg

ევროოპტიმისტების წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან კონსულტაციები ჰქონდა.

"არაერთხელ მითქვამს, რომ რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში დავრჩები. კონსულტაციები, საუბარი მქონდა ნიკა მელიასთან. საუბარი მაქვს და კონსულტაციები ნიკა გვარამიასთან მათ შორის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთობა, რომელიც შედგება, ეს იყოს ძალიან გონივრული ერთობა, რაც გულისხმობს ხმების და მათ შორის გადაუწყვეტელი ხმების დამატებას", - თქვა დეკანოიძემ.

ნიკა მელიას გუნდის წევრი, ბაჩო დოლიძე ადასტურებს, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც ხატია დეკანოიძესთან, ასევე ნიკა გვარამიასთანაც.

თუმცა მელიას გუნდის წევრები არ ადასტურებენ იმას, რომ მათ საუბარი აქვთ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ისინი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კონსულტაციები მხოლოდ კონკრეტულ პირებთან მიმდინარეობს. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანებას არ განიხილავენ.


close დახურვა