logo
ENG



დეკანოიძე: საქართველოსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ურთიერთობის გაწყვეტა წარმოუდგენელია

08 მაი 202022:41
3 წუთის საკითხავი
 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის  რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა, არ ნიშნავს რომ ის საქართველოსთან რაიმე სახის ურთიერთობას გაწყვეტს.

აღნიშნულზე დეკანოიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ისაუბრა, როგორც დეკანოიძემ განმარტა, საქართველო ახლა რთულ ვითარებაშია და ოქტომბერში არჩევნები ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს, მისივე თქმით სააკაშვილის ბრძოლა უკრაინაში საქართველოს ბევრი კუთხით გამოადგება.

„საქართველოსა და მიხეილ სააკაშვილის შორის კავშირის გაწყვეტა, იმ ძაფის გაწყვეტა, რომელიც მას აქვს საქართველოსთან ეს არის წარმოუდგენელი. რეალურად ქართული პოლიტიკა რა არის - ჩვენ არ ვართ ორდინალურ ვითარებაში, ჩვენი მთავარი გადამწყვეტი ბრძოლა რომელიც გაიმართება არჩევნებზე ოქტომბერში, არის ძალიან მნიშვნელოვანი მომავლის ფაქტორის განმსაზღვრელი ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არ არის ჩვეულებრივი სიტუაცია.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ მძიმე სიტუაციაში, მიხეილ სააკაშვილის ბრძოლა უკრაინაში რეფორმებისთვის  წაეხმარება ბევრი კუთხით ამ ბრძოლას. ამიტომ იმის თქმა რომ რაიმე კავშირი გაწყდება, იმის თქმა რომ ვიღაცას არ ექნება ურთიერთობა, ან იგი არ გამოთქვამს საკუთარ აზრს საქართველოსთან მიმართებაში, ეს რა საკვირველია წარმოუდგენელია“,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგასენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო.

 


close დახურვა