ქუთაისის მერობის ოპოზიციის შეთანხმებულმა კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ დღეს ქუთაისში საარჩევნოდ პირადობის მოწმობების ჩაბარების და ამომრჩევლის ფულით მოსყიდვის ფაქტები გამოვლინდა.
"ქუთაისში ჩვენ, მათ შორის ჟურნალისტებმა, აღკვეთეს ფაქტი, რომელიც გულისხმობდა, პირადობის მოწმობების ჩაბარებას და ამ ადამიანებისთვის სამწუხარო ფაქტს, ფულის დარიგებას. მიუხედავად იმისა, რომ მათი აქტივის მობილიზაცია ქუთაისში და არა მხოლოდ ქუთაისში, არის ის მასშტაბი, რომელსაც ფიქრობენ, რომ ეყოფათ, მე პირობას გაძლევთ, რომ თითოეულ ხმას გავუფრთხილდებით და წარმოუდგენელს ვიზამთ უბანზე, რომ გარდაუვალი გამარჯვება საბოლოოდ გავიფორმოთ" , - თქვა ხატია დეკანოიძემ
30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.
ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტურში, ენმ-ს წარდგენილი კანდიდატი ხატია დეკანოიძე და ქართული ოცნების კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი დაუპირისპირდებიან.
არჩევნების პირველ ტურში, ხატია დეკანოიძემ ხმების 43.33% მოიპოვა, იოსებ ხახალეიშვილმა კი 41.45%.