logo
ENG



დეკანოიძე:ივანიშვილი რუსეთის დაწესებული წესებით თამაშობს

05 დეკ 201922:42
3 წუთის საკითხავი
 
tucijvznmv3kru7.jpg

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რუსეთის წესებით თამაშობს.

დეკანოიძის განცხადებით, სამართალდამცველებს მითითება აქვთ, რომ საკუთარი მოქალაქეები არ დაიცვან.

„გუშინ ვიყავით ზუგდიდში და უმძიმესი სურათი ვნახეთ, ეს იყო თავდახრილი პოლიციელები, რომელთაც პირადი მინისტრი გომელაური აძლევს დავალებას, რომ არ დაიცვას საკუთარი მოქალაქეები. ჩვენ ვნახეთ შუბლგატეხილი პოლიციის უფროსი, რომელსაც ყავარჯენი მოხვდა და ის ადამიანიც ვერ დააკავეს. ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ის არ თამაშობს დასავლეთის ფასეულობებით დაწესებული წესებით, ის რუსეთის წესებით თამაშობს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

 


close დახურვა