logo
ENG



დეკანოიძე გამოდის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა Z სიმბოლოს კრიმინალიზებაზე იმსჯელოს

29 მარ 202214:29
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე გამოდის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა Z სიმბოლოს კრიმინალიზებაზე იმსჯელოს

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ინიციატივით გამოდის, საქართველოს პარლამენტმა Z სიმბოლოს კრიმინალიზაციაზე იმსჯელოს. ამაზე დეკანოიძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და მოუწოდა უკრაინის მეგობარ ქვეყნებს, რომ მოხდეს ე.წ რუსული სამხედრო აგრესიის სიმბოლიკის Z კრიმინალიზაცია. ეს სიმბოლიკა აჩვენებს ძალიან მძიმე დანაშაულს, რომელსაც სჩადის რუსეთი და ეს მძიმე დანაშაული ხდება მარიუპოლში, ხარკოვში, ბუჩაში, ჰოსტომელში და ეს მძიმე დანაშაული ეხება უკრაინის ყველა მაცხოვრებელს.

ეს არის მოწოდება, რომელსაც როგორც გერმანიის სახელმწიფოში და მათ შორის ფედერალურ დონეზე ყველა აპირებს, რომ ჩაშალოს და კრიმინალიზაცია მოხდეს ამ სიმბოლიკის, ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტმა ამაზე უნდა იმსჯელოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ინიციატივით შემოვიდეთ", - თქვა დეკანოიძემ.

დღეს, 29 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა ყველა ქვეყანას, მოახდინოს Z სიმბოლოს კრიმინალიზება

უცნობია, კონკრეტულად რატომ დაიწყო რუსულმა ჯარმა Z-ის გამოყენება, თუმცა, ისინი მას თავიანთ ტექნიკაზე გამოსახავდნენ. მალევე ეს სიმბოლო რუსეთის უკრაინაში შეჭრის სიმბოლოდ იქცა. 

უცნობია, კონკრეტულად რატომ დაიწყო რუსულმა ჯარმა Z-ის გამოყენება, თუმცა, ისინი მას თავიანთ ტექნიკაზე გამოსახავდნენ. მალევე ეს სიმბოლო რუსეთის უკრაინაში შეჭრის სიმბოლოდ იქცა.


close დახურვა