logo
ENG



დეკანოიძე ელისაშვილზე: მივიდა იქ, სადაც უნდა მუშაობა, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია მიანიჭოს

22 იან 202112:07
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილი მივიდა იქ, სადაც მუშაობა უნდა, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია მიანიჭოს.

"სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ნამდვილად უინტერესოა, სად მივიდა ელისაშვილი, იმიტომ, რომ პარტია მოქალაქეების დამოკიდებულება ოპოზიციური პლატფორმის მიმართ გამოჩნდა ძალიან დიდი ხნის წინ. მივიდა იმ ადგილას, სადაც რეალურად მას უნდა მუშაობა, რომ მიანიჭოს პარლამენტს ლეგიტიმაცია", - განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება ელისაშვილის განცხადებას, რომ მისთვის პრიორიტეტული პოლიტპატიმრების თემაა, დეკანოიძე ყველას მოუწოდებს, ამ თემით სპეკულაციას თავი დაანებონ.

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ. ისინი არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს ხვდებიან.


close დახურვა