logo
ENG



დეკანოიძე კობახიძეზე: როგორც ჩანს, მათი სურვილია, რომ შანტაჟით მოლაპარაკებები დაასრულონ

09 დეკ 202017:08
3 წუთის საკითხავი
 

"როგორც ჩანს, ქართული ოცნების სურვილია, რომ მოლაპარაკებები რაღაცნაირად დაასრულოს ამ შანტაჟით და რეპრესიების დაანონსებით", - ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის, დღევანდელ ბრიფინგს.

დეკანოიძე ფორმულასთან ამბობს, რომ კობახიძის დღევანდელი განცხადებები იყო შანტაჟი და მუქარა ოპოზიციის, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მიმართ.

"ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენთან შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი არ ჭრის, მაგრამ მოლაპარაკებების პარალელურად, როცა ღია რეპრესიებს აანონებს და ღიად ემუქრები ოპოზიციას, ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი დაადგა ლუკაშენკოს გზას და ასევე ნიშნავს იმას, რომ მათ არ აინტერესებდათ მოლაპარაკებები იმიტომ, რომ თვითონ გამოაქვთ გარეთ ყველა დეტალი, მათ შორის მთავარ პოლიტიკურ საკითხებზე, რომელსაც განიხილავდა იქ ოპოზიცია პარტნიორებთან ერთად", - განაცხადა დეკანოიძემ.

კობახიძემ დღეს, 9 დეკემბერს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც კვლავ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პარლამენტში დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის თანახმადაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. ასეთად მან დაასახელა: მოქალაქეობა და მსჯავრდებულობა. გარდა ამისა, მან თქვა, რომ საპარლამენტო მანდატებს შეუწყვეტენ დეპუტატებს, რომლებიც "ოპოზიციის რადიკალი ლიდერების სცენარს ვერ შეეწინააღმდეგებიან" და საკანონმდებლო ორგანოში შესაბამის განცხადებას წარადგენენ.


close დახურვა