logo
ENG



დეკანოიძე პენიტენციურის კადრებზე: მალე გაუსაჯაროვდებოდათ და დაასწრეს, დაადასტურეს წამება

11 ნოე 202113:57
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე პენიტენციურის კადრებზე: მალე გაუსაჯაროვდებოდათ და დაასწრეს, დაადასტურეს წამება
ვახო ქარელი / ფორმულა

ენმ-ს ლიდერი ხატია დეკანოიძე, პენიტენციურის გავრცელებულ კადრებზე, სადაც სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალით გადაყვანა ჩანს, ამბობს, რომ ეს კადრები ხელისუფლების საწინააღმდეგოა და ამხელს მათ ძალადობაში.

ხატია დეკანოიძის თქმით, კადრები მალე გასაჯაროვდებოდა, რის შესახებაც წინასწარ იცოდნენ და დაასწრეს, ასევე, დეკანოიძის თქმით, ივანიშვილის ფეისბუქ გვერდზე კადრების დადება მეტყველებს, რომ შურისძიებაში პირადად ბიძინა ივანიშვილია ჩართული.

"1. ეს კადრები არის ხელისუფლების საწინააღმდეგო, რაც პირდაპირ ამხელს მათ ძალადობაში.

2. სტრასბურგმა რაც დაავალდებულა ინფორმაციის მიწოდებაზე, თუ რა ღონისძიებები ტარდება მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებისთვის - მიაწოდეს. როგორ ძალადობენ პრეზიდენტზე;

3. ეს კადრები მალე თვითონ გაუსაჯაროვდებოდათ, იცოდნენ ამის შესახებ და დაასწრეს. ბოლომდე დაადასტურეს არაადამიანური მოპყრობა და წამება.

4. ივანიშვილის ფბ-ზე დადეს კადრები. ეს ადასტურებს, რომ პირადად ივანიშვილია ჩართული ამ შურისძიებაში.

ვაგრძელებთ პროტესტს." - წერს ხატია დეკანოიძე

 
 

სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.  


close დახურვა