ყველაზე დასაფასებელი და ღირსეული პოზიცია იქნებოდა, რომ მხოლოდ სამძიმრით შემოფარგლულიყო. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებისთვის, უკრაინისთვის იმიტომ, რომ ნამდვილად არაფერი არ არის გასაყოფი ამ ბრძოლაში. ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ეს უნდა ყოფილიყო სამძიმარი, უნდა ყოფილიყო ძალიან დიდი პატივისცემა, გამოხატული ამ ადამიანების გამო, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც თქვენ იცით, რომ ურთულესი მდგომარეობის გამო, აღმოსავლეთის ფრონტზე, ბახმუტიდან ჯერჯერობით ვერ ხერხდება ამ ადამიანების გამოყვანა და ეს არის ძალიან მძიმე მომენტი მშობლებისთვის, ძალიან მძიმე მომენტი ოჯახის წევრებისთვის.
დეკანოიძე ღარიბაშვილზე: ყველაზე დასაფასებელი იქნებოდა, რომ მხოლოდ სამძიმრით შემოფარგლულიყო
05 დეკ 202218:43
3 წუთის საკითხავი