ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია, საქართველოში შემოვიდა.
ცოტა ხნის წინ დეკანოიძე ფეისბუკში წერდა, რომ ნაყოფია აეროპორტში გააჩერეს და ქვეყანაში არ უშვებდნენ.
„კობა გამოვიდა. არავითარი უფლება არ აქვთ შეეყოვნებინათ იგი საზღვარზე ერთი საათი. ყოველგვარი მიზეზის გარეშე", - წერს დეკანოიძე.