დემონსტრანტების წინააღმდეგ პარიზში ცრემლმდენი აირი გამოიყენეს სამართალდამცველებმა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებმა ოპერისკენ მსვლელობის მოწყობა სცადეს.
არეულობისას დაშავდა რამდენიმე დემონსტრანტი. რასიზმისა და პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაში პარიზში 15 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.