logo
ENG



დენისოვა: რუსეთში იძულებით 1,3 მილიონზე მეტი უკრაინელი გადაასახლეს

17 მაი 202221:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/17/joevmyrm676wtw7.jpg

უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, ოკუპანტებმა რუსეთში იძულებით 1,3 მილიონზე მეტი უკრაინელი გადაასახლეს, მათ შორის 223 ათასი ბავშვია. ამის შესახებ დენისოვამ გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელთან საუბრისას განაცხადა.

"გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელთან განხილვის თემა იყო 1 მილიონ 300 ათასზე მეტი უკრაინელის რუსეთში იძულებით დეპორტაცია, მათ შორის 223 ათასი ბავშვის. UNHCR-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია სრულმასშტაბიან სამხედრო შეჭრამდე, დიდი ხნით ადრე ემზადებოდა უკრაინელი მოქალაქეების რუსეთის ტერიტორიაზე წასაყვანად", - განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა. 

ომბუდსმენის თქმით, უკრაინელებისთვის დროებითი განსახლების ცენტრების მოწყობის შესახებ დირექტივები ოკუპანტი სახელმწიფოს ფედერალურ ოლქებში აღსრულდა.

"მე მაქვს დოკუმენტებით დადასტურებული ინფორმაციები პასუხისმგებელი პირების გვარებით, მისამართებით, ადგილების რაოდენობით. დღეს რუსეთის პუნქტებში ადგილების 33% ჯერ კიდევ არ არის შევსებული, ამიტომ ისინი აშკარად არ აპირებენ გაჩერებას", - თქვა დენისოვამ.

ამასთან, დენისოვამ თქვა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციამ უნდა უზრუნველყოფს საერთაშორისო უფლებადამცველების, მათ შორის გაეროს სააგენტოების შეუფერხებელი წვდომა რუსეთში დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებთან.


close დახურვა