უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 90 ბავშვი დაიღუპა, 100 კი - დაიჭრა.
ომბუდსმენის თქმით, რუსეთი ბომბავს უკრაინის თითქმის ყველა რაიონს, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს 9 რეგიონში და დედაქალაქ კიევში.
"2022 წლის 14 მარტის მდგომარეობით, შეჭრის დაწყებიდან, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება 90 ბავშვის დაღუპვის და 100 ბავშვის დაჭრის ფაქტზე. განადგურდა 2500-ზე მეტი სახლი, 300-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება და 121 სამედიცინო დაწესებულება", - აცხადებს დენისოვა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მიმდინარე მოვლენებს თვალი ადევნეთ აქ.