ირაკლი ზარქუას მოცვის პლანტაციები - ბიზნესის დიდი ნაწილი, ქართული ოცნების დეპუტატმა დედის, ბიძის და ოჯახის სხვა წევრების სახელზე გადამალა, თუმცა ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, ყველამ იცის, რომ 55 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული პლანტაციები, სწორედ მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი გამხმოვანებლის საკუთრებაა. მიწა, რომელზეც მოცვი უკვე გაშენებულია - 10 ადამიანს ეკუთვნის. შაბათის ფორმულამ კი გაარკვია, რომ მიწებისა და შესაბამისად მოცვის მფლობელებიდან 10-ვე ირაკლი ზარქუას ნათესავია. ირაკლი ზარქუას ბიძა, ბიძაშვილები, ბიცოლა, გარდაცვლილი დეიდა და ოჯახის სხვა ნათესავები - ერთად დეპუტატის პლანტაციას ფლობენ და უვლიან.
დეპუტატ ირაკლი ზარქუას მოცვის პლანტაციები - შაბათის ფორმულა
18 ნოე 202320:37
3 წუთის საკითხავი