სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატი ილია ჯიშკარიანი საავადმყოფოდან გაწერეს.
ამის შესახებ ინფორმაცია "ფორმულას" ბრალდებულის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა დაუდასტურა.
"წუხელ გაწერეს ექიმის ნებართვით, ერთი კვირა სახლში იქნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტალზე სტაბილურია," - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ჯიშკარიანი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებოდა, რის გამოც ბრალიც საავადმყოფოშივე წაუყენეს.