logo
ENG



დეპუტატის ცნობით, უკრაინელმა პარტიზანებმა ზაპოროჟიეში ოკუპანტების ბაზა გაანადგურეს

10 სექ 202218:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/10/2asm0t14er27j52.jpg
Getty Images

ზაპოროჟიეს საბჭოს დეპუტატის ალისა სისოევას ცნობით, 10 სექტემბერს უკრაინელმა პარტიზანებმა ქალაქ პოლოგში გაანადგურეს რუსეთის სამხედრო ბაზა, სადაც ოსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

სისოევას თქმით, ოკუპანტებს სამხედრო ბაზა საცხოვრებელი სახლის შენობაში ჰქონდათ მოწყობილი.

„ჩვენ ძლიერი პარტიზანული მოძრაობა გვყავს და დღეს, 10 სექტემბერს, ქალაქ პოლოგში, ზაპოროჟიეს რეგიონში, პარტიზანებმა გაანადგურეს სახლი სადაც ოსები იყვნენ განთავსებული. ამ სახლს სამხედრო ბაზა ჰქვია, რადგან აქ რუსული ჯარი ცხოვრობდა. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ამ პარტიზანული ოპერაციის მხოლოდ ვიდეომასალა არსებობდა“ - განაცხადა სისოევამ.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეში პარტიზანული მოძრაობა მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს და ეს ოკუპანტებისა და მოღალატეების საბრძოლო სულისკვეთებაზე უარყოფითად მოქმედებს.

 

close დახურვა