პოლონეთში უკრაინის ელჩი ანდრეი დეშჩიცა აცხადებს, რომ უკრაინისა და პოლონეთის ოფიციალური პირები პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის დახურვას განიხილავენ.
"ჩვენ პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, პოლონეთის ხელისუფლებასთან პოლონეთ-ბელარუსის საზღვრების სრულად დახურვას განვიხილავთ. მიუხედავად იმისა, ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის დონეზე მიიღებენ თუ არა", - განაცხადა დეშიცამ.
გარდა ამისა, დიპლომატის თქმით, უკრაინამ ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთსაც მიმართა თხოვნით, რომ დახურონ საზღვრები რუსეთთან და ბელარუსთან.
დეშჩიცა ამბობს, რომ მისი აზრით, ჩამოთვლილი ქვეყნები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რის შემდეგად ევროკავშირის ერთიანი გადაწყვეტილების გარეშე შეწყდება რუსეთისთვის ყველანაირი მიწოდება.
„მე ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მაშინ ჩვენ აღარ დაგვჭირდება ევროკავშირის ლოდინი და მთლიანად დავბლოკავთ ყველანაირ მიწოდებას რუსეთში“, - აცხადებს დეშჩიცა
აღსანიშნავია, რომ მარტში აქტივისტებმა არაერთხელ სცადეს პოლონეთსა და ბელარუსს შორის საზღვრის ჩაკეტვა, რათა შეეჩერებინათ ის სატვირთო მანქანების ნაკადი, რომლებსაც სავაჭრო პროდუქტი გადაჰქონდათ რუსეთისკენ.