logo
ENG



დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დადასტურდა

05 მარ 202022:26
3 წუთის საკითხავი
 
20yx1xcd89lb4hk.png

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისის მთავარი ექიმი კრის უიტი ავრცელებს. 

"პაციენტი, რომელსაც ბერკშირის სამეფო საავადმყოფოში მკურნალობდნენ, ასაკოვანი იყო და განსაკუთრებული ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა," -განაცხადა კრის უიტიმ.

მისივე თქმით დაინფიცირება დიდ ბრიტანეთში მოხდა და მიმდინარეობს იმ პირთა მოძიება, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდათ. განცხადება გაავრცელა რედინგის საავადმყოფომაც, რომელშიც ნათქვამია, რომ პაციენტი იმყოფებოდა კლინიკაში და გაწერეს. მისი კლინიკაში მოთავსება კორონავირუსს არ უკავშირდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში ის ვირუსის გამო მოათავსეს და ანალიზის პასუხიც დადებითი იყო.


close დახურვა