დიდ დიღომში, ახალგაზრდა კაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს. ამის შესახებ ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
გუშინ ღამით, მირიან მეფის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაშავებულს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.