საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მსხვილ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ბრიფინგამდე გაავრცელა.
24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა.
3 იანვრიდან 15 იანვრამდე აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში და კვლავ შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტი.
16 იანვრიდან 31 იანვრამდე კვლავ აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა (გარდა შაბთ-კვირისა);
მთავრობის მიერ დაწესებული ყველა შეზღუდვა იხილეთ აქ.