logo
ENG



დიდი ალბათობით კორონავირუსი არ დადასტურდება - ინფექციურში ირანის კიდევ 4 მოქალაქე მოათავსეს

23 თებ 202011:57
3 წუთის საკითხავი
 
vc5sd3moqkki0fr.jpg

გვიან ღამით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ირანის კიდევ 4 მოქალაქე შეიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ კორონავირუსისთვის დამათასიათებელი სიმპტომები ამ ეტაპზე არ აღენიშნებათ, მათი იზოლირება მაინც გადაწყდა, რადგან მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ. ისინი ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში არიან.

"​ყველა შემთხვევა  არსებულ კრიტერიუმების მონაცემებს ბოლომდე არ შეესაბამება, მაგრამ მაინც გახდა საჭირო კვლევები ჩატარებოდათ. ყველას აღენიშნებოდა ხველება, ცხელება, თუმცა გამოირიცხა ფილტვის ანთება და არ დასტურდება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები. დიდი ალბათობით არ დადასტურდება კორონავირუსი, მაგრამ დღეს ველოდებით ლუგარის ლაბორატორიას, რომელის ტესტს აიღებს. პასუხი დღის ბოლოსთვის გვეცოდინება", - აღნიშნა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

პარალელურად, მედიკოსების დაკვირვების ქვეშ არიან ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საჩხერეში 2- კვირიან კარანტინში იმყოფებიან. როგორც საჩხერის სამედიცინო კვლევის ცეტრის მენეჯერი ამბობს, მათი ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურია და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არც მათ აღენიშნებათ.

"მეორე დღეა, რაც ჩვენს სასტუმროში იმყოფებიან ჩინეთიდან გადმოყვანილი ადამიანები, ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია. გუშინ აღმოჩნდა, რომ ერთი პირი გვყავს ფეხმძიმე, რომელსაც ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევა", - განმარტა მაია ხელაძემ. 

 


close დახურვა