logo
ENG



დიდი ბრიტანეთი დედოფალ ელისაბედს გლოვობს

12 სექ 202220:33
3 წუთის საკითხავი
 

გლოვის მეოთხე დღე გაერთიანებულ სამეფოში. ქვეყნის დედოფალს შოტლანდია ემშვიდობება. მონარქს ხვალ ლონდონში გადაასვენებენ. დღეს კი სამგლოვიარო ცერემონია ედინბურგის საკათედრო ტაძარში იმართება, რომელსაც ელისაბედ მეორის ოთხივე შვილი ესწრება. პროცესიის დაწყებამდე ბრიტანეთის ახალ მონარქს სიმბოლურად ქალაქის გასაღები გადასცეს და საზეიმო დახვედრაც მოუწყვეს. ბრიტანეთის დედოფალს, რომელმაც ტახტზე 70 წელი გაატარა, 19 სექტემბერს დაკრძალავენ. გამოსამშვიდობებლად გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში სახელმწიფო მეთაურებს მთელი მსოფლიოდან ელოდებიან.  

 


close დახურვა