logo
ENG



დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის გამო ჩაიკეტა

24 მარ 202001:09
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ბრიტანეთი სამი კვირით იკეტება - ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა მიიღო. მიზეზი კორონავირუსის გავრცელება გახდა.

ბრიტანეთის მოქალაქეები ვალდებულნი არიან, დარჩნენ სახლში კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. პოლიციას უფლება მიეცემა, წესის დამრღვევები დააჯარიმოს.

ქორწილები, ნათლობები და ნებისმიერი სახის თავყრილობები იკრძალება - ჩატარდება მხოლოდ დაკრძალვები. ორ ადამიანზე მეტის შეკრება, გარდა ერთი ოჯახის წევრებისა, იკრძალება.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6 724 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 335 ადამიანი.


close დახურვა