logo
ENG



დიდი ოდენობით გადასახადების თავის არიდების ბრალდებით 2 კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

02 აპრ 202111:14
3 წუთის საკითხავი
 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით გადასახადების თავის არიდების ბრალდებით 2 კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისსა და ბათუმში მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელები, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას და სათანადოდ არ იბეგრებოდნენ შესაბამისი გადასახადებით, რითაც თავს არიდებდნენ დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას. 

საგადასახადო შემოწმებების შედეგად, ერთ შემთხვევაში, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 426 711 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 281 123 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში - 168 009 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 111 667 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.


close დახურვა