იდეა ორი ოსეთის გაერთიანების შესახებ, რომელზეც ე.წ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობს. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე კი ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური და ჩვენთვის საშიში ხდება. ბიბილოვის თქმითვე, რუსეთში მათი ინტეგრაცია არა კაპრიზი, არამედ ოსი ხალხის უზენაესი ნებაა. ამ პროცესის ნაწილია მისივე პროგრამა - 5 ნაბიჯი რუსეთისკენ, რაც საბოლოოდ ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ითვალისწინებს. ახალი ტერიტორიების მიტაცების ფონზე კი რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხიც აქტიურდება, ამ ფონზე ბელარუსის პრეზიდენტი გამოტყდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისთვის პუტინის მითითებას ელოდება. რა მდგომარეობაში შეიძლება ჩააგდოს, ისედაც უფუნქციოდ დარჩენილი საქართველო, მთავარი მაგისტრალიდან 400 მეტრში, რუსეთის ფედერაციის ე.წ საზღვრის ფორმალურად გავლებამ ნახეთ დროებაში.
დიდი ოსეთის რუსული იდეა - დროება
13 თებ 202220:32
3 წუთის საკითხავი