დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთს გაზის საფასურს რუბლში არ გადაუხდიან.
"დიდი შვიდეულის ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ ეს არის არსებული კონტრაქტების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა", - თქვა გერმანიის ეკონიმიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა G7-ის ვირტუალური კონფერენციის შემდეგ.
მისი განცხადებით, რუბლით გადახდა მიუღებელია. ის მოუწოდებს კომპანიებს, პუტინის მოთხოვნა არ შეასრულონ.
პუტინის განცხადებით, "არამეგობრულ ქვეყნებს" გაზს რუბლში მიყიდიან.
