logo
ENG



დიდი ცვლილებები კავკასიაში - დროება

30 აპრ 202320:17
3 წუთის საკითხავი
 

დიდი კავკასიური მშვიდობა შესაძლოა იმაზე ახალოს იყოს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ყარაბაღის მეორე ომის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ მხარეები მინიმუმ იმაზე თანხმდებიან რომ რუსული გავლენა მინიმუმამდე დაიყვანონ. ამ კუთხით ორი მოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. პირველი - აზერბაიჯანი უკვე ღიად უპირისპირდება რუს სამშვიდობოებს და მათ კონტრაბანდაში ადანაშაულებს, სომხეთი კი აცხადებს რომ დროა მხარეებმა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ხელშეკრულების დადებით გადაწყვიტონ. პრემიერ ფაშინიანის ბოლო საპარლამენტო გამოსვლა ამ აქცენტების მხრივ განსაკუთრებით საყურადღებო იყო. პარალელურად რეგიონში უპრეცედენტოდ გააქტიურებულია ევროკავშირი. უკრაინაში რუსულმა ბარბაროსულმა ომმა, დიდი სამხრეთ კავკასიური ცვლილებებისთვის ახალი შესაძლებლობები გახსნა. დროება - საქართველოსთვის მოსალოდნელ ცვლილებებზე.


close დახურვა