დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსთან ბრძოლაში პიკი გადალახა. განცხადება ბორის ჯონსონმა კოვიდ ინფექციისგან განკურნების შემდეგ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის მომავალ კვირაში საზოგადოებას მოქმედი შეზღუდვებისგან გათავისუფლების სტრატეგიას წარუდგენს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას ოპოზიციამ იმედისმომცემი უწოდა. სიტყვით გამოსვლისას ჯონსონმა თქვა ისიც, რომ ქვეყანამ კატასტროფული შედეგების თავიდან აცილება შეძლო.
ბოლო მონაცემებით დიდ ბრიტანეთში კოვიდ 19-ით 171 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 27 ათასამდე პირის შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.