logo
ENG



დიდმა ბრიტანეთმა რუს ოფიციალურ პირებს ახალი სანქციები დაუწესა

29 სექ 202319:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/29/5lh8dgx97sz1fmg.jpg

დიდმა ბრიტანეთმა რუს ოფიციალურ პირებს ახალი სანქციები დაუწესა. სანქციები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკის, დონეცკისა და ყირიმის ოლქებში ე.წ. არჩევნების ჩატარებას უკავშირდება.

სიაში 11 თანამდებობის პირია. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, დასანქცირდნენ ის ორგანიზაციები და რუსი ოფიციალურ პირები, რომლებიც "უშუალოდ მოქმედებდნენ უკრაინისთვის ძირის გამოსათხრელად და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შესაქმნელად".

"რუსეთის ყალბი არჩევნები არის გამჭვირვალე, უშედეგო მცდელობა, ლეგიტიმაცია მოახდინოს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო კონტროლზე. სხვის ქვეყანაში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია", - თქვა მან.

სანქცირებულ პირებს შორისაა რუსეთის საარჩევნო კომისიის მაღალჩინოსანი, ნატალია ბუდარინა, ასევე, ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელი, ანდრეი ალექსიენკო და მარია ზახაროვა, რომელიც ხერსონის "საარჩევნო კომისიის" წარმომადგენლად დანიშნეს. 


close დახურვა