logo
ENG



დიმიტრი ხუნდაძე: ოცნების უკიდურესი კომპრომისი არჩევნების 100-50-ზე სისტემით ჩატარებაა

05 თებ 202017:38
3 წუთის საკითხავი
 

უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ 2020 წლის არჩევნებზე მმართველი გუნდი 2016 წელზე უკეთეს შედეგს მიიღებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტიის შიდა კვლევებით ხელისუფლებას 60 %-იანი მოგების შანსი აქვს. ექსპერტების შეფასებებს კი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განცხადება არჩევნების მოსალოდნელ გაყალბებაზე მიანიშნებს, კობახიძე არასერიოზულს უწოდებს.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, არსებულ რეალობაში პროპორციული სისტემა ხიფათის შემცველია. მისივე განცხადებით, უკიდურესი კომპრომისი, რომელზეც ქართული ოცნება წავა 100-50-ზე სისტემით არჩევნების ჩატარება იქნება.

„პროპორციული სისტემა ამ რეალობაში ხიფათის შემცველია. უკიდურესი კომპრომისი ეს არის 100-50-ზე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ოცნების“ წარმომადგენლის დავით მათიკაშვილის განცხადებით, არჩევნების წინ გაკეთებული შეფასებები და სტატისტიკა ყოველთვის კარდინალურად იცვლებოდა არჩევნების შემდეგ, რაც ქართველი საზოგადოების „ქართული ოცნებისადმი“ ნდობას გამოხატავდა.

„მიუხედავად არაერთი გამოკითხვის, შეფასების და სტატისტიკისა, რომელიც წლების განმავლობაში არჩევნების წინ ხდებოდა ცალკეული შემფასებლების და ორგანიზაციების მიერ ასეთი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება, ყოველთვის ჩვენ ვხედავდით, რომ არჩევნებზე კარდინალურად სხვა სურათი დგინდებოდა და ჩანდა ჩვენი საზოგადოების ნდობა ქართული ოცნებისადმი,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


close დახურვა