ნაკლებად მაინტერესებს რისი სჯერა და რისი არა - ამგვარად შეაფასა მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუდაძემ არმაზ ახვლედიანის განცხადებები იმაზე, რომ მაჟორიტარი დეპუატატების ამბოხება ივანიშვილის მიერაა მართული.
ახვლედიანმა გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" ასევე განაცხადა, რომ ხუდანძეს კარგად იცნობს და ზუსტად იმავე სცენარით 2015-ში მისი მისამართითაც მოაწყო ამბოხი. ეს ფაქტიც ივანიშვილის მიერ იყო მართული.
"მას არ სჯეროდა როცა რაღაც თემა იხილებოდა, ჩემი პოზიცია იყო წინააღმდეგობრივი და ჩემს გვერდით იყო რამდენიმე დეპუტატი. მათ საკუთარი დამოუკიდებელი პოზიცია აირჩიეს. ახვლედიანმა კი თქვა, რომ სანქციებს დააწესებდა, ვინც ხმას არ ამოიღებდა. ამაზე მან მიიღო შესაბამისი რეაქცია. სანქციები არ უნდა უწესდებოდეს დეპუტატს, თუ ვინმეს არ მოსწონს მისი გადაწყვეტილება,"-აცხადებს ხუნდაძე.