წყალბურთის კლუბი, თბილისის „დინამო“ „ჩემპიონთა ლიგაზე“ საშინაო კედლებში პირველ შეხვედრას ხვალ გამართავს. ოლიმპიკის აუზზე თბილისური კლუბი გათამაშების ფავორიტს, უნგრეთის „ბუდაპეშტს“ დაუპირისპირდება.
მატჩის წინა ვარჯიში „დინამომ“ დღეს გამართა. შეგახსენებთ, რომ პირველ ორ შეხვედრიდან ქართულმა კლუბმა ორივე წააგო. რევაზ ჩომახიძის მომზადებული გუნდი ჯერ ესპანეთში „ტერასასთან“ დამარცხდა, ხოლო მეორე მატჩი ზაგრებში „მლადოსტთან“ დათმო. ხვალინდელი დაპირისპირება ოლიმპიკის აუზზე 18:30 საათზე დაიწყება.