თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად კახა ჩხეტიანმა დაიკავა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ჩხეტიანთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. 41 წლის სპეციალისტი 2016 წლიდან ქუთაისის "ტორპედოში" მუშაობდა და გუნდს საქართველოს ჩემპიონობა 15 წლიანი პაუზის შემდეგ მოაპოვებინა. მისი ხელმძღვანელობით, ტორპედომ 2017-18 წლების სეზონის ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში ითამაშა.
დინამოს მთავარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად კახა ჩხეტიანმა დაიკავა
23 დეკ 201917:34
3 წუთის საკითხავი