logo
ENG



დიპლომატების კრიტიკა - შაბათის ფორმულა

23 ივლ 202220:21
3 წუთის საკითხავი
 

დიპლომატიურ კორპუსს ჯერ ისიც არ ჰქონდა დავიწყებული, სუსი რომ ფარულად უსმენდა და უთვალთვალებდა მათ, ახლა ამ ყველაფერს მმართველი გუნდის შეურაცხმყოფელი განცხადებები დაემატა. რაც არ უნდა სასაცილო და უცნაური იყოს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება, ქართულმა ოცნებამ კარლ ჰარცელს ურცხვად და უტიფრად დააბრალა. ლანძღვა-გინება უკვე წასულ დიპლომატს გზაში დააწიეს და 4-წლიანი მუშაობის ხარისხი დაუწუნეს, თავდასხმის განმასახიერებელი ირაკლი კობახიძე იყო, ვაჟას სტუმარმასპინძელს რომ იშველიებს ხოლმე არარელევანტურად, ის ახალგაზრდა კაცი. დიპლომატიური კორპუსი პირდაპირი გაგებით შოკშია, ხელისუფლების განცხადებები კი ვაშინგტონში და ბრიუსელში ელჩებზე პერსონალურ თავდასხმად უკვე შეფასდა.

 


close დახურვა