რამდენად დაცულია მგზავრთა უსაფრთხოება ტრანსპორტირებისას, მაშინ როცა მათ რეგულაცია სოციალური დისტანციის დაცვას არ ავალდებულებს. ორთვიანი შეზღუდვის შემდეგ მოქალაქეებს ყველანაირი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა პირბადის გამოყენების შემთვევაში შეუძლიათ. სამარშუტო ტაქსებში მოქალაქეებს ფეხზე დგომა აეკრძალებათ. ტრანსპორტში ასევე აკრძალულია კონდიცირების გამოყენებამ რაც მგზავრებს დამატებით დისკომფორტს უქმნის. განსხვავებით მგზავრებისგან ავტობუსებში დისტანცირებულები არიან მძღოლები, მათი ადგილი ლენტით არის გამოყოფილი.
„ფორმულა“ დაინტერესდა, უკავშირდება თუ არა სოციალური დისტანციის უგულებელყოფა სატრანსპორტო საშუალებების სიმცირეს. საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, მგზავრი ვალდებულია მოერიდოს: ზედაპირის შეხებას, ასევე უნდა დაიცვას 2 მეტრიანი დისტანცია და ჰიგიენა. ტრანსპორტი აუცილებლად უნდა განიავდეს და კონდიციონერი უნდა იყოს ჩართული. კალაძის თქმით საერთაშორისო რეკომენდაციები საქართველოს არ ერგება.
მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილებას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ექსპერტები. ტრანსპორტისა და გზების თავმჯდომარის დავით მესხიშვილის თქმით, არცერთი საერთაშორისო რეკომენდაცია, გარდა პირბადის გამოყენების ვალდებულებისა, გათვალისწინებული არ არის. „ტავ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე კი აღნიშნავს, რომ მგზავრთა ნაკადის გადანაწილება მერიამ არ უზრუნველყო.
ტრანსპორტში უსაფრთხოების ნორმებს მერიის მონიტორინგის სამსახური და საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. რაც შეეხება საერთაშორისო რეკომენდაციებს მგზავრი ვალდებულია მოერიდოს: ზედაპირის შეხებას, ასევე მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან 2 მეტრიანი დისტანცია და ჰიგიენა. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტრანსპორტის განიავება და კონდიცირება.