logo
ENG



დიღმელაშვილი: ხელისუფლება პატარა პარტიების მოთაფლვას ცდილობს

25 ნოე 201917:32
3 წუთის საკითხავი
 
h5z02ylvbmomo5f.jpg

პარლამენტის წინ აქციისთვის ემზადებიან. როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა აღნიშნა, პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პოლიტიკური პარტიები უერთდებიან სამოქალაქო საზოგადოების აქციას.

მნიშვნელოვანიაა, რომ რესპუბლიკის მოედანთან იკრიბებიან პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება კი ვიკრიბებით აქ, რუსთაველზე. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხდება, რომ პარტიები მიდიან სამოქალაქო საზოგადოების აქციაზე და არა პირიქით. ჩვენი სლოგანია „ერთად ერთის წინააღმდეგ“ და ეს სლოგანი ვაჩუქეთ პარტიებსაც. ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს, რომ გამოსავალი შემოგვთავაზოს, მაგრამ რადგანაც არ გვთავაზობს, იქით შევთავაზეთ გერმანული მოდელი. კალაძის განცხადება კი ნიშნავს, რომ მიდის პუტინიზაცია, სახელმწიფოს მიტაცება, რისთვისაც არ გვემატება ეს ქვეყანა. მესამე ვადით თუ დარჩა, ყველას ციხეში ჩასვამს. ახლა ცდილობს პატარა პარტიები მოთაფლოს ნასუფრალის გადაგდებით. თუ აირჩევს კადაფიზაციის გზას, მიიღებს კადაფის დასასრულს. ჩვენ კონსტიტუციის ფარგლებში, არაძალადობრივი აქციით ვართ წარმოდგენილი, წინააღმდეგობა არავის გაუწევია აქამდეც, მიუხედავად იმისა, რომ ხელიც მოტყდა აქციის მონაწილეს. მოდი ისევ დარბევა დავარქვათ ამასაც, გასაგებია, რომ თვალი არ ამოუგდეს, მაგრამ მინუს ტემპერატურაზე წყლის ჭავლის გამოყენება, არაფერია თუ არა კუნთების თამაში, გამოიყვანოს კიდევ 5000 პოლიციელი და ჩვენ ისევ გამოვალთ“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.

 


close დახურვა