logo
ENG



დმანისის მერი, კონკურენტის მხარდაჭერის გამო, ქართული ოცნების რიგებიდან გარიცხეს

10 აგვ 202015:37
3 წუთის საკითხავი
 
kw8tvtwt4pnk78w.jpg

ქართული ოცნების ინფორმაციით, დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი პარტიის რიგებიდან გარიცხეს. 

როგორც პარტიაში განმარტავენ, მიზეზი კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაა.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაოინული ორგანიზაციის თავმჯდომარე  გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის  მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან იქნა გარიცხული.

გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც  გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა