logo
ENG



დნეპროპეტროვსკში რკინიგზის სადგურზე იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

25 აგვ 202210:05
3 წუთის საკითხავი
 

დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩაპლინოს რკინიგზის სადგურზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ჯამში ჩაპლინოს დასახლებისა და რკინიგზის სადგურის მიმართულებით რუსეთმა 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

"ჩაპლინო ჩვენი დღევანდელი ტკივილია. ამ დროისთვის 22 დაღუპულია, მათგან ხუთი ადამიანი მანქანაში დაიწვა, დაიღუპა 11 წლის მოზარდი, რუსულმა რაკეტამ მისი სახლი გაანადგურა", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, რუსებმა უკრაინის სხვა ნაწილებშიც მიიტანეს საჰაერო იერიში. 

CNN-ის ეთერში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნოკოვმა თქვა, რომ მხოლოდ კიევში საჰაერო განგაში 8-ჯერ ჩაირთო. მისი განცხადებით, უკრაინის დიდ ქალაქებში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შორს არიან ფრონტიდან, იყო საჰაერო დარტყმები. 


close დახურვა