logo
ENG



დნეპროპეტროვსში რკინიგზის სადგურზე რუსების თავდასხმას მინიმუმ 15 ადამიანი ემსხვერპლა

24 აგვ 202223:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/24/touegq99cifho5w.jpg

დნეპროპეტროვსკი რკინიგზის სადგურზე რუსების თავდასხმას მინიმუმ 15 ადამიანი ემსხვერპლა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამხრეთ უკრაინაში, დნიპროპერტოვსკში რკინიგზის სადგურზე რუსების თავდასხმას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, 50 - დაიჭრა. 

უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ გაეროს უსაფრთხოების სხდომაზე განაცხადა. ზელენსკიმ თქვა, რომ დაჭრილების და დაღუპულების რიცხვის ზრდა მოსალოდნელია. 

გარდა ამისა, დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, რუსებმა უკრაინის სხვა ნაწილებშიც მიიტანეს საჰაერო იერიში. 

CNN-ის ეთერში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნოკოვმა თქვა, რომ მხოლოდ კიევში საჰაერო განგაში 8-ჯერ ჩაირთო. მისი განცხადებით, უკრაინის დიდ ქალაქებში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შორს არიან ფრონტიდან, იყო საჰაერო დარტყმები. 

აფთქებებია დროებით ოკუპირებულ ხერსონში, ნოვა კახოვკაში. სოციალური მედიებით გავრცელებული ვიდეობიდან ჩანს, რომ მოხდა, სულ მცირე, 6 აფეთქება. 

კვამლი ჩანს კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის მხარეს. სადგური ქალაქიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს. იქვეა განთავსებული ჩრდილოეთ ყირიმის არხის ჰიდრავლიკური კონსტრუქციები, რომელიც ყირიმს დნეპერის წყლით ამარაგებს. 


close დახურვა