logo
ENG



დნიპროში უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატის, ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

25 ივლ 202417:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/25/x4nspwp4jexeprm.jpg

დნიპროში უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატის, ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამით გაავრცელა.

როგორც ზელენსკი წერს, დაკავების ოპერაცია "მარტივი არ ყოფილა". მისივე თქმით, დაკავებული 18 წლისაა.

პოლიტიკოსსა და ფილოლოგს ირინა ფარიონს 19 ივლისს ესროლეს. ის კლინიკაში გარდაიცვალა.

ფარიონის მკვლელობის შემდეგ პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელის ფოტო გაასაჯაროვა, რომელზეც ასახული იყო ახალგაზრდა კაცი მუქი სათვალეებითა და დიდი ქუდით.

დაკავების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ რამდენიმე დეტალზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეჭვმიტანილი დნეპრში ცხოვრობს და ფარიონის მკვლელობის მომზადების დროს ლვივში სულ მცირე სამი ბინა იქირავა.

კლიმენკო არაფერს წერს მკვლელობის მეთოდზე, თუმცა არ გამორიცხავს, რომ დაკავებული, შესაძლოა, ვინმეს შეკვეთას ასრულებდა.

"მნიშვნელოვანია ყველა დეტალის გარკვევა. ჯერჯერობით გამოძიება იხრება იმისკენ, რომ მსროლელი მხოლოდ შემსრულებელია", - დაწერა მინისტრმა.


close დახურვა