თბილისის საქალაქო სასამართლოში დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.
ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, მას დაუმძიმდა ბრალი. კერძოდ, მუხლი „განზრახ მკვლელობა“ გადაუკვალიფიცირდა „განზრახ მკვლელობის მცდელობად, დანაშაულის დაფარვის მიზნით“.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებს.
„ჩვენ არ ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან მიგვაჩნია, რომ საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულებები. მივიღებთ განჩინებას და გადავწყვეტთ ზემდგომ ინსტანციაში სასამართლოს გადაწყვეტილის გასაჩივრების საქმეს“, - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი.
დოდო გუგეშაშვილის ადვოკატით თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება მისაღებია, რადგან საქმეში უტყუარი მტკიცებულებები არსებობს.
„ქალბატონმა დოდომ ბრალდებული ფოტოთი იცნო. არსებობს ასევე სხვა მტკიცებულებები, მათ შორის სატელეფონო საუბრებიც“, - აცხადებს გელა ნიკოლეიშვილი.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი აცხადებს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არსებობს, მათ შორის ვიდეოჩანაწერები.